რეგიონი
მალთაყვაში ფეხბურთის მსაჯი გარდაცვლილი იპოვეს
მალთაყვაში ზღვისპირა ნაძვნარში ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. ის გურიაში, ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ტუღუში როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე, მთავარ ლიგაში მსაჯობდა.

ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა და აცხადებს, რომ ტუღუში მოკლულია.

მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print