რეგიონი
ზუგდიდში უფასო გამოკვლევები ჩატარდება
9 დეკემბერს 11:00 -დან 17:00 საათის ჩათვლით, ზუგდიდში (კიტიას #7) მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ალერგოლოგიაში, სპირომეტრიაში, ტრავმატოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, ნევროლოგიაში, პედიატრიასა და დერმატოლოგიაში ჩაუტარდება. კონსულტაციები ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.  მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ნინო სხულიხიას თქმით, მედიკოსების გუნდი ქალაქს უკვე მეექვსედ სტუმრობს.

„კონსულტაციის მისაღებად მოსახელობას არ დასჭირდება წინასწარი ჩაწერა, იქნება ცოცხალი რიგი და მას ჩვენი თანამშრომლები გააკონტროლებენ. გამოკვლევები იქნება სრულფასოვანი“, - აღნიშნა ნინო სხულუხიამ.


Print