რეგიონი
გარდაცვლილი მსაჯის საქმეზე ზუგდიდში ს.კ. "გურიის"დირექტორის მოადგილე იკითხება
ფეხბურთის მსაჯის ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ს.კ. "გურიის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე ზუგდიდში იკითხება. სამხარეო პოლიციაში შესვლამდე მან კომენტარი გააკეთა და განმარტა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დაიკითხა.

„არ ვიცი, რა დამატებითი კითხვები აქვს გამოძიებას. დიახ, მე ვიყავი მისული თანხასთან დაკავშირებით.ოჯახი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ვერ გაამტყუნებ.ყველაფერს დაადგენს გამოძიება», - დასძინა ჩხაიძემ.

მალთაყვაში ზღვისპირა ნაძვნარში ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში 6 დეკემბერს გარდაცვლილი იპოვეს. ის გურიაში, ლანჩხუთის ერთ-ერთ სოფელში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ტუღუში როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე, მთავარ ლიგაში მსაჯობდა.
ოჯახს ტუღუშის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ ტუღუში მოკლულია. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

მალთაყვაში ფეხბურთის მსაჯი გარდაცვლილი იპოვეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.