რეგიონი
ენმ სააკაშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას ზუგდიდშიც გეგმავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასჭერად ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის

მასშტაბით, მომავალი კვირიდან იწყებს. ოპოზიციური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მიზნით ხემოწერების შეგროვება ზუგდიდშიც იგეგმება.

„მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტის მოთხოვნაზე ხელისმოწერა ბევრ ისეთ ადამინს სურს ვინც საერთოდ არა არი პოლიტიკაში. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი პოლიტკიური პარტიის მხარდამჭერია ადამიანი, რადგან სააკაშვილი არ არის ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი. იგი არის მსოფლიო დონის პოლიტიკოსი, რომელმაც არაფრისგან სახელმწიფო შექმნა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

პარტიის ლიდერების ინფორმაციით, პეტიციებზე ხელისმოწერის შესაძლებლობა მსურველებს, როგორც ინტერნეტის, ასევე ნაბეჭდი ფორმის მეშვეობით: ქუჩაში, სავაჭრო ცენტრებში და თავშეყრის სხვა ადგილებში ექნებათ.

 

Print