ახალი ამბები
ჭალადიდში წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ ბორანს აღადგენენ
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე რიონზე დაზიანებული ბორანის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 7 დეკემბერს ძლიერი წყალდიდობის შედეგად მდინარე რიონმა იმ ბორანის ბაგირი მოგლიჯა და სამაგრი ბოძები დააზიანა, რომლის საშუალებითაც 14 ოჯახი გარესამყაროს უკავშირდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბორანის აღდგენა მომავალ კვირას დასრულდება, მანამდე კი ოჯახებს მოტორიანი ნავი მოემსახურება.

გუბერნიის ინფორმაციით, აღდეგნით სამუშაოებს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

Print