რეგიონი
სამთო-სათხილამური კურორტი "თეთნულდი" 17 დეკემბერს გაიხსნება
ტურისტული სეზონი გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე უკვე გაიხსნა. ხვალ ბაკურიანში - „დიდველი“, ხოლო 23 დეკემბერს „კოხტა-მიტარბი“ გაიხსნება. რაც შეეხება სვანეთს, მესტია-ჰაწვალისა და „თეთნულდის“ კურორტებზე სეზონის გახსნა 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდის მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულებამ 40 მილიონ ევრო (დაახლოებით 95 მილიონ ლარი) შეადგინა. ის საქართველოს და საფრანგეთის მთავრობების თანამშრომლობით განხორციელდა. "თეთნულდის" სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9,5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა (1,7 კმ).


Print