პოლიტიკა
ფოთის საკრებულოში რეორგანიზაცია იგეგმება
თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია წარმომადგენლობით ორგანოში რეორგანიზაციას გეგმავს. მისი თქმით, საკრებულოში ამ დროისთვის დასაქმებული კადრები წინა მოწვევის საკრებულოს თანამშრომლები არიან.

კაკულია თანამშრომელთა ოპტიმიზაციას უახლოეს მომავალში აპირებს. დღესდღეობით ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შვიდი თანაშემწე ჰყავს.

„მე არ ვარ მომხრე, რომ ამდენი თანაშემწე მყავდეს“, - აღნიშნა კაკულიამ.

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულია გასულ თვეს აირჩიეს.

Print