რეგიონი
სოხუმში დე ფაქტო აფხაზეთის ექსპრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ჩაცხრილეს
სოხუმში, გუმისთის ხიდზე, ორი ადამიანი მსუბუქ ავტომობილში ჩაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, უცნობმა პირებმა ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნეს, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი პაველ არძინბა და მისი მძღოლი დიმიტრი ხაგბა ადგილზე დაიღუპნენ.

პაველ არძინბა დე ფაქტო აფხაზეთის მესამე პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. თავდასხმის დროს, რომელიც 2012 წლის 22 თებერვალს მოხდა, ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი გარდაიცვალა.

დე ფაქტო რესპუბლიკის გენპროკურატურის ინფორმაციით, პაველ არძინბა, რომელიც 5 წელია ძებნაში იმყოფებოდა, 2017 წლის 26 სექტემბერს თავისი ნებით ჩაბარდა და სასამართლომ იგი გირაოთი გამოუშვა.


ფოტო: "სპუტნიკი"
Print