ახალი ამბები
მერი ბიუჯეტთან დაკავშირებულ შენიშვნებზე: აუცილებლად გავითვალისწინებთ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია იმ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს ეთახმება, რომელიც საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ ფრაქციებისა და საკომისიო განხილვების შემდეგ გადაუგზავნა. რადიო „ათინათის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გოგიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება.

„მერია ჩართული იყო კომისიების განხილვებში. რაც შეეხება იმას, რომ პრიორიტეტები განმარტებით ბარათში სრულად არ იყო ჩაშლილი, მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტის შეჯერებულ ვარიანტში სრულად იქნება აღწერილი ხარჯები“, - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ააიპ-ებისა და შპს-ების შერწყმა იგეგმება და მათი დაფინსებაც ბიუჯეტში შესაბამისად იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას, გოგიას განმარტებით, მერია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რის შემდეგაც მას საკრებულოს წარუდგენს.



ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ზუგდიდის საკრებულოს კომისიებში, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყეს. პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. 2018 წლის ზუგდიდის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მთლიანი მოცულობა 35 მილიონ 100 ათასი ლარია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები ქალაქის მერს 11 დეკემბერს გადაუგზავნა.


ამავე თემაზე:

საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა (ვიდეო)

Print