რეგიონი
ქართულმა მხარემ აფხაზეთის დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა
საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალტის პრეზიდენტი დე-ფაქტო აფხაზეთის დელეგაციის ბელგიაში ვიზიტს გამოეხმაურა. ნინო ჩიქოვანმა „იმედს“ განუცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ქართულმა მხარემ ბრიუსელისგან ინფორმაცია ოფიციალურად უკვე გამოითხოვა.

„სავაჭრო პალატა თავისი არხებით გადაამოწმებს ასევე იმ კოპმანიის მონაცემებს, რომელიც, როგორც განცხადებაშია მითითებული, ჩასული იყო აფხაზეთში. ძალიან მკაცრად მოვითხოვთ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოში არის აფხაზეთთან მიმართებით, იყოს გათვალისწინებული და თავის წევრ კომპანიებს, როგორც ბელგიის პალატამ, ასევე ევროპალატამ კიდევ ერთხელ, პრევენციის მიზნით, გაუწიოს ინფორმირება იმის შესახებ, თუ რამდენად არალეგიტიმურია მსგავსი ქმედებები“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.

დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია, სამუშაო ვიზიტით ბირუსელში ჩავიდა, სადაც „რესპუბლიკის საინვეტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია გამართა“. აფხაზური მედიის ცნობით, შეხვედრას 60 - ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, ბელგიის სამეფოში რუსეთის საელჩოს მრჩეველი-დესპანი, გაეროსა და ევროპარლამენტში რუსეთის წარმომადგენლები.

აქვე აღინიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, დე ფაქტო აფხაზეთში იმყოფებოდა ბელგიური ტურისტული კომპანიის «Adventours» ხელმძღვანელი აურელიენ დე სენტ ბლანკარდი, რომელიც აფხაზეთის ტურისტულ პოტენციალს და მარშრუტებს გაეცნო.

Print