ახალი ამბები
ყულიშკარში ხანძრის შედეგად დაზარალებულების ნაწილი დროებით ქირით იცხოვრებს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი ოჯახიდან ერთ-ერთი დროებით ქირით იცხოვრებს. ხარჯებს კი ზუგდიდის მერია დაფარავს. სოციალური განყოფილების უფროსის გოგი რევიას თქმით, დაზარალებულებს ბინას ზუგდიდში უქირავებენ.

„სოფლის რწმუნებული უკვე უმზადებს საბუთებს, ბინას თავად აარჩევენ, ჩვენ კი ყოველთვიურად 100 ლარს გადავუხდით, სანამ სახლის აღდგენითი სამუშაოები არ დასრულდება", - აღნიშნა რევიამ.

რაც შეეხება მეორე ოჯახს, ის იქვე მდგომ პატარა ნაგებობაში დარჩება.

გარდა ამისა, ოჯახი პროგრამით გათვალისწინებულ 1000 ლარიან დახმარებას და სამასალე მერქანს მიიღებს. ამ დროისთვის, რევიას ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მუშაობს.

აღნიშნულ სახლში ათი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავსვებიც არიან.

ამავე თემაზე:

ხანძარი ყულიშკარში - 10 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

Print