ახალი ამბები
„ენგუჰესის“ ფინანსური დირექტორი: არ ვიცით, ტარიფი მოიმატებს თუ არა
"ენგურჰესის"ფინანსურის დირექტორის ვალერი კანკიას განცხადებით, "ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოება რაღაც ერთეულით უნდა გაიზარდოს, თუმცა ეს სამომხმარებლო ტარიფს ეს არ უნდა დაეტყოს.

"დღეს იხილება "ენგურჰესის" ტარიფი, ვართ მოლოდინში, არ ვიცით, ტარიფი მოიმატებს თუ იგივე დარჩება. მომატებული, გაზრდილი ტარიფის დარეგულირების საშუალება აუცილებლად ექნებათ "ენერგო პრო ჯორჯიასაც" და "თელასსაც", ამის საშუალება უნდა იყოს", -დასძინა კანკიამ.

კანკიამ „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების გაძვირება დაადასტურა.

"თქვენ იცით, "ენგურჰესი" გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის, ნახევარს უსასყიდლოდ აწვდის აფხაზეთს. ამიტომ "ენგურსჰესს" სჭირდება მუდმივი რებილიტაცია, უკვე 40 წელია ექსპლუატაციაშია და ამიტომ სახსრებია საჭირო", - აღნიშნა კანკიამ.

ის სემეკის სხდომას ესწრება, რომელზეც კომისია "ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფზე მსჯელობს.

Print