ახალი ამბები
ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს პირადი სახსრებით მერიც დაასაჩუქრებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ქალაქის მერი პირადი სახსრებით სიმბოლურად, კერძო სექტორის წარმომადგენლები კი სურვილის შესაბამისად დაასაჩუქრებენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საჩუქრებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება.

„ვგეგმავთ, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შევთავაზოთ, ასევე, გვინდა, რომ საჯარო მოხელეების გარდა ჟიურიში იყვნენ არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები“, - აღნიშნეს მერიაში.

საახალწლო კონკურსის თემა „ბედნიერი ოჯახია“.

კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილის მიერ გამოგზავნილი ფოტო უნდა ასახავდეს წინასაახალწლო განწყობას. სასურველია, ჩანდეს ორიგინალურ მიდგომები და იყოს განსხვავებული ხედვები. Facebook - ის კონკურსში 3 გამარჯვებული გამოვლინდება. 1, 2 და 3 ადგილები like -ების რაოდენობა; აგრეთვე ცალკე გამოვლინდება ჟიურის რჩეული.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. საკონკურსო ფოტოები მიღება მომავალი წლის 10 იანვარს დასრულდება. გამარჯვებულის ვინაობა 2018 წლის 14 იანვარს გამოვლინდება.

Print