რეგიონი
მესტიაში გადაღებული ფოტო საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს შორის მოხვდა (ფოტო)
ყოველწლიურ საერთაშორისო ფოტოკონკურსში „ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments) 245 000-ზე მეტ ფოტოს შორის მესტიაში გადაღებულმა ფოტომ მეცამეტე ადგილი მოიპოვა.

პროექტის ფარგლებში, 2017 წელს "ვიკისაწყობში" (Wikimedia Commons) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 2 052 ფოტო აიტვირთა, გამარჯვებულებს შორის კი უკრაინელი დმიტრო ბალხოვიტინის მიერ მესტიაში, სვანური კოშკებისთვის გადაღებული ფოტო საპრიზო პოზიციაზე მოხვდა.



პირველი ადგილის მფლობელი ინდოეთი, ქალაქი პუნა, ხანდობის ტაძარი.


წელს ფოტოკონკურსში 54 ქვეყანა მონაწილეობდა. თითოეული მონაწილე ქვეყნიდან გადაგზავნილ საუკეთესო 489 ფოტოს შორის კი საერთაშორისო ჟიურიმ 15 რჩეული გამოავლინა.

„ვიკის უყვარს ძეგლები“ ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსია, რომელიც სექტემბერში ტარდება და მონაწილეები ადგილობრივი მონუმენტებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის გადაღებულ ფოტოებს ტვირთავენ. პროექტში მონაწილე ქვეყნებში გამარჯვებული ადგილობრივი ფოტოები შემდეგ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონკურსში,  ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილების ორგანიზებით კონკურსში საქართველო 2016 წლიდან მონაწილეობს.



მეთხუთმეტე ადგილის მფლობელი იტალია, ძველი ქალაქი კომაკიო


პროექტის მხარდამჭერი იუნესკოა. მისი მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ნებისმიერი ადამიანისთვის თავისუფალი ლიცენზიით იქნება შესაძლებელი.


Print