რეგიონი
დღეს ბარბარობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კი საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს.

წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

წმიდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. მას განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

Print