ახალი ამბები
ქვარაია თვითთმართველობის კომიტეტის შესაძლო თავმჯომარეობაზე: მალე გვეცოდინება ყველაფერი
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის შესაძლო თავმჯდომარეობის შესახებ არც უარყოფს და არც ადასტურებს.

„ნუ გავასწრებთ მოვლენებს. ძალიან მალე გადაწყდება და აირჩევა თავმჯდომარე, შესაბამისად, გვეცოდინება ყველაფერი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ქვარაიამ.

ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი და კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილეა. კომიტეტი 18 დეპუტატისგან შედგება, რომელთაგან 13 მმართველი გუნდის, 5 კი ოპოზიციური პარტიების წევრია.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ამ დრომდე გრიგოლ ლილუაშვილი იკავებდა, თუმცა ის 16 დეკემბერს სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამისად, ლილუაშვილი პარლამენტს დატოვებს.

Print