რეგიონი
შავღელეში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში 71 წლის მამაკაცი, რომელსაც სამი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითვმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ის ფოთის მკვიდრი იყო და სოფელ შავღელეში კარიერის დარაჯად მუშაობდა.


ამავე თემაზე:

სამი დღის წინ დაკარგულ 71 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

შავღელეში 71 წლის მამაკაცს ეძებენ


Print