ახალი ამბები
ფოთის სკოლაში მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა
ფოთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ სხეულის თვითდაზიანება მიიყენა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და განმარტავენ, რომ გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

ინციდენტის შემდეგ დაშავებული არასრულწლოვანი ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ჰოსპიტალში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ჭრილობა მაჯის არეში ბასრი საგნით მიიყენა. ამ დროისთვის კი მისი ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა თვითდაზიანების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.


Print