რეგიონი
აფხაზური ენა სმარტფონის აპლიკაციისთვის
სოხუმში IOS - ს პლატფორმაზე შექმნილი რუსულ - აფხაზური ელექტრონული ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. იდეის ინიციატორები არიან დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ინალ არძინბა, მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ და სახელმწიფო ენის პოლიტიკის კომიტეტი.

აფხაზური მედიის ცნობით, აღნიშნული ლექსიკონი 72 ათასი სიტყვისა და ფრაზისგან შედგება.

სახელმწიფო ენის პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლის ნაალ ხეციას თქმით, მათ პროგრესს ფეხი უნდა აუწყონ და ამ თვალსაზრისით, აფხაზური ენა გამონაკლისს არ წარმოადგენს.

"ხშირ შემთხვევაში, AppStore - ს არა აქვს კარგი ლექსიკონები მდიდარი მონაცემთა ბაზით. რა თქმა უნდა, ლექსიკონი, როგორც აფხაზური ენის გავითარების ინსტრუმენტი, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან, ბევრ აფხაზი არ ფლობს საკმარის სიტყვის მარაგს. აფხაზეთის ყველა მცხოვრებისთვის და ზოგადად, დაინტერესებული პირებისთვის მთელს მსოფლიოში, ძალიან სასიხარულოა მსგავსი ლექსიკონის არსებობა IOS-სისტემაში. ეს ძალიან კარგი დამატებითი ფაქტორია ენის შესასწავლად“, - აღნიშნა, "კეთილი ნების ელჩმა" ედგარ გვაზავამ.

ამავე ინფორმაციით, მომავალში მსგავსი აპლიკაცია Android-თვისაც შეიქმნება.




Print