რეგიონი
რუსეთის სამედიცინო აკადემია აფხაზ ექიმებს გადაამზადებს
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთის სამედიცინო აკადემიასთან ითანამშრომლებს. შესაბამის დოკუმენტს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმება ყველა სპეციალობის აფხაზი ექიმის დიპოლმისშემდგომ უწყვეტ განათლებას, ორდინატურის და ასპირანტურის კურესების გავლას, ღონისძიებების და სამედიცინო ფორუმების ჩატარებას ითვალისწინებს.

თანაშრომლობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ და რუსეთის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის რექტორმა ლარისა მოშეტოვამ მოაწერეს ხელი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს დროში, აფხაზეთში ერობლივი გასვლითი სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება იგეგმება.

Print