ახალი ამბები
„ათინათი“ ფინანსურად ყველაზე გამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დასახელდა
საქართველოში მოქმედი 34 არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ჯილდო გამჭვირვალობისთვის“ 9 ორგანიზაციას, მათ შორის, ასოციაცია „ათინათს“ გადაეცა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა).



ასოციაცია „ათინათი“ იმ ორგანიზაციებს შორის არის, რომლებიც მიმდინარე წელს შეუერთდნენ გამჭვირვალობის დეკლარაციას და მასზე ხელმოწერით პასუხისმგებლობა აიღეს პროაქტიულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია მათი მიზნების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, "ათინათმა" გაასაჯაროვა წლიური ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიშები და აუდიტორული დასკვნები პროექტებისა და წლების მიხედვით. 

დაჯილდოებული ორგანიზაციებია:

საერთაშორისი გამჭვირვალობა საქართველო;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;

რეგიონის განვითარების ცენტრი;

ასოციაცია ათინათი;


ორბელიანი საქართველო;

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი;

სიდა;

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წლიურ საანგარიშო კონფერენცია დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს. 9 ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯილდოსთან ერთად სპეციალური სერთიფიკატებიც მიიღეს.


Print