რეგიონი
მერია: ლაშა გოგია მოქალაქეებთან შეხვედრის ახალ ფორმატს იწყებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია ყოველ სამშაბათს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე მოქალაქეებს მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

,,მივიღე გადაწყვეტილება მოქალაქეებს მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან ერთად შევხვდე, ვინაიდან ბევრი მოქალაქე სხვადასხვა პრობლემით მოდის ჩემთან და ყველა საკითხზე ზუსტი, კომპეტენტური პასუხი და რეაგირებაა საჭირო“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ახალარჩეულმა მერმა მედიას სამსახურის ხელმძღვანელები და მოადგილეები გასულ თვეში წარუდგინა.



Print