რეგიონი
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის შეხვედრა გაიმართა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის სხდომა გაიმართა. შტაბის წევრების მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია ზურაბ ჩეკურაშვილმა მიაწოდა და ყურადრებასახელმწიფოს ხედვასა და მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა.

დასავლეთ საქართველოში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, მომავალ წელსაც გაგრძელდება და თითოეული რგოლის, განსაკუთრებით მოსახლეობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრას სამეგერლო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია , სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სხვა რეგიონის წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ.

Print