ახალი ამბები
ხვალ რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება
ხვალ, 22 დეკემბერს ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება და სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამის მიზეზი რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარე გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის განახლებაა.


Print