რეგიონი
მორიგი ყაჩაღური თავდასხმა ოჩამჩირეში
ოჩამჩირეში მცხოვრებ ცოლ - ქმარს ორი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა. სამართალდამცავმა ორგანოებმა შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ დაადგინეს, რომ 19 დეკემბერს, დაახლოებით 16.30 საათზე ბოროტმოქმედები, სოფელ არადუში, ერთ - ერთ ოჯახში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით, 70 000 რუბლი, სამი მობილური ტელეფონი წაიღეს და ადგილიდან სახლის პატრონის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ.

ოპერატიული - საძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულ ავტომობილს მიაკვლიეს. 

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.



Print