რეგიონი
აფხაზეთში სამედიცინო ჩვენებით აბორტების დაშვებას ითხოვენ
დე ფაქტო აფხაზეთის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფონდის ხელმძღვანელმა ვალენტინა ჟიბამ 2017 წლის მუშაობის შედეგების შეჯამებისას აღნიშნა, რომ ორსულების 95% - მა, რომელმაც სტაციონარებს მიმართა, აუცილებელი მომსახურება მიიღო, თუმცა მისივე თქმით, ამ ბოლო დროს ქალების დიდი ნაწილი აფხაზეთის საზღვრებს გარეთ მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს.

“ჩვენს სტაციონარებში შობადობა თუმცა კი შემცირდა, მაგრამ ეს ციფრი 50 ადამიანს არ აღემატება. მაგრამ, ესეც ხომ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ბავშვები არიან. 2016 წლის მონაცემებით 2001 ბავშვი, ხოლო მიმდინარე წლის ათის თვის განმავლობაშო 1550 ბავშვი დაიბადა", - აღნიშნა ჟიბამ.

ფონდის თავმჯდომარემ აბორტების შესახებ კანონის ზეგავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ სრული აკრძალვა არასწორია.

"თუ არსებობს სამედიცინი ჩვენება, მაშინ ეს დასშვები უნდა იყოს. რას ვკარგავთ ჩვენ ქალს - დედას, თუ ჯერ კიდევ ჩანასახს. არადა, იმ ბავშვებსაც ვაუბედურებთ, რომელბიც დედებს უკვე ყავთ", - აღნიშნა ჟიბამ.


Print