ახალი ამბები
მერი: ბავშვები საჩუქრებს საახალწლო პერიოდში მიიღებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ფრაქცია ენმ-ის წევრის ანი წითლიძის კითხვაზე, რომელიც საბავსვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალაწლო საჩქურების დარიგების საკითხს ეხებოდა, გოგიამ უპასუხა, რომ ისინი საჩუქრებს საახალწლო პერიოდში მიიღებენ.

„ახალი წელი გრძელდება პირველი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდში ისინი აუცილებლად მიიღებენ საჩუქრებს.  “, - თქვა გოგიამ.

მისივე თქმით, ხელახლა გამოცხადდება ტენდერი ახალი წლის დღეებში და იმ შემთხვევაში, თუ არც მაშინ შედგა, შესყიდვების საგენტოს შესხყიდვის სხვა ფორმის დაშვების თხოვნით მიმართავენ.

თავის მხრივ, ანი წითლიძემ განაცხადა, რომ მერის პასუხი სიმართლეს არ შეესაბამება და ის ტყუილში დაანაშაულა.

„თქვენ მხოლოდ თქვენი შვილები გაინტერესებთ“, - მიმართა მან გოგიას, რაზედაც მერმა უპასუხა, რომ ის დემაგოგია.

“გოგიას არაპროფესიონალიზმისა და უპასუხისმგებლობის შედეგია, რომ ბავშვები ვერ მიიღებენ საჩუქრებს და მშობლებს მოუწევთ საახალწლო ზეიმებზე მათთვის საჩუქრების ყიდვა“, - აღნიშნა წითლიძემ.

ააიპ თვითმმართველ თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას გულისხმობდა, არ შედგა. ცენტრის ხელმძღვანელის ცისანა თოლორაიას თქმით,ჩაშლის მიზეზი ის იყო, რომ წინადადებით არცერთი კომპანია არ შემოვიდა.

ამავე თემაზე:

ლაშა გოგია წითლიძეს: მამაკაცი რომ იყო, შეგაგინებდი (ვიდეო)

ზუგდიდის მერი დეპუტატს: უზრდელი ხართ და საკრებულო ცირკი ნუ გგონიათ

საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებს ყოველდღიური ულუფიდან მიიღებენ
Print