მესტია - ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა (ვიდეო,ფოტო)
14:58 / 23.12.2017
მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას მთის კურორტების
განვითარების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელები, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ
ჟორჟოლიანი დაესწრნენ და დღევანდელი დღე ადგილობრივებსა და კურორტების
სტუმრებს მიულოცეს. მათ აღნიშნეს, რომ უმაღლესი ხარისხის
საბაგირო მესტიასა და ჰაწვალს ერთმანეთთან, დაახლოებით, 5 წუთში
აკავშირებს.
„ჩვენი ქვეყნის განვითარება იწყება მთიდან. მე მინდა მივულოცო ყველას
დღევანდელი დღე და მადლობა ვუთხრა ჩვენს ხელისუფლებას და ყველა იმ
ადამიანს, ვისაც ზამთრის კურორტების განვითარებაში საკუთარი წვლილი
შეაქვს“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
ფოტო: მესტიის
მუნიციპალიტეტის მერია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,
მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა 2017 წლის
ზაფხულში დაიწყო. საბაგირო ღია სავარძლის ტიპისაა და 6 კაციანია,
მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის მიერ არის
წარმოებული და მისი სიგრძე 1200 მეტრია.
მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის
ერთმანეთთან მთას და ცენტრს დააკავშირებს.
ფოტო: მესტიის
მუნიციპალიტეტის მერია
სვანეთში ჰაწვალსა და თეთნულდზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად
17 დეკემბერს გაიხსნა.
ფოტო, ვიდეო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო
მასალის გამოყენების პირობები