ახალი ამბები
წყალკანალი: ბაზარში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად ვმუშაობთ
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც, მეორე დღეა, იტბორება, მათ ბალანსზე არ არის. მიუხედავად ამისა, წყალკანალში ამბობენ, თხოვნის გათვალისწინებით სპეციალური ტექნიკა და თანამშრომლები დღის განმავლობაში ვითარების გამოსასწორებლად იმუშავებენ.

„ამ ტერიტორიაზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოვლა-პატრონობა და ავარიულ სიტუაციაზე მომსახურება ჩვენ არ გვევალება, თუმცა, ვითვალისწინებთ თხოვნას. ამ დროსითვის ხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება, რომ ავარიის ლიკვიდირება დღეს შევძლოთ“, - აღნიშნეს კომპანიაში.




ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ნაწილი დღეს დილიდან ისევ დაიტბორა. მოვაჭრეები დახმარებას შესაბამისი უწყებებისგან ითხოვენ და იმის გარკვევას ითხოვენ, ვინ არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა მოაგვაროს. მათი თქმით, დატბორვას ძლიერი წვიმის დროს საკანალიზაციო მილების გაჭედვა იწვევს და ეს ხშირად ხდება.

ამ დროისთვის ბაზრის აღნიშნულ ნაწილში ვაჭრობა შეფერხებულია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ისევ დატბორილია (ფოტო)

ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ
Print