ახალი ამბები
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სამხედრო პატივით დაკრძალეს
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და გაგრის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე მიხეილ ჯინჭარაძე ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, მისი გადმოსვენება ოჯახის სურვილი იყო. ჯინჭარაძე 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრაში მიმდინარე ბრძოლების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოვდა.

ენგურის ხიდზე გუშინ ჯინჭარაძის ცხედარს ოჯახის წევრები და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

ფოტო: 1tv


ამავე თემაზე:

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

აფხაზეთიდან მიხეილ ჯინჭარაძის ნეშტი გადმოასვენეს
Print