ახალი ამბები
საახალწლოდ თბილისიდან სენაკისა და ზუგდიდის მიმართულებით დამატებითი რეისები და ვაგონები იმოძრავებს
"საქართველოს რკინიგზა" შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 28, 29, 30, 31 დეკემბერსა და 5,6,7 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს დანიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, დამატებიტი მატარებლები თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებითაც დაინიშნება.

რაც შეეხება თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებას, მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

დამატებითი მიმართულებებისა და ვაგონების დანიშვნის მიზეზი, საქართველოს რკინიგზის ცნობით, მგზავრთა გაზრდილი რაოდენობაა.


დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:

თბილისი-სენაკი-თბილისი: გასვლა - 08:50, ჩასვლა - 13:08, გამოსვლა - 19:45, ჩამოსვლა - 23:59


ფოტო: საქართველოს რკინიგზა
Print