ახალი ამბები
რუხში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 22 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 7,840 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. ამავე ცნობით, საქმეთა მასალები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

Print