რეგიონი
ზუგდიდში პუშკინის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა. სახლს ცეცხლი დღეს დილით, დაახლოებით, ათის ნახევარზე გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სახლის უმეტესი ნაწილი დამწვარია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.



Print