რეგიონი
მამუკა ხაზარაძე: ქალაქ ანაკლიის დამპროექტებელი კომპანია უკვე შეირჩა
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, კომპანია, რომელმაც ქალაქ ანაკლიის მშენებლობა უნდა დააპროექტოს, უკვე შეირჩა. მისივე თქმით, პროექტს უახლოეს პერიოდში საჯარო განხილვაზე გაიტანენ.

"მე გახდით ლონდონში, სადაც პრაქტიკულად დავასრულეთ მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, რომელმაც ქალაქის მშენებლობის კვლევები და დოკუმენტაციის მომზადება უკვე დაიწყო. უახლოეს ხანში ჩვენ ამ პროექტს გამოვიტანთ საჯარო განხილვაზე. ეს იქნება ქალაქი, სადაც იქნება სპეციალური რეჟიმი, სამრეწველო და სატრანსპორტო ცენტრი, რომელიც საშუალებას მისცემს არამარტო ამ რეგიონს, არამედ ჩვენს გარშემო მყოფ უამრავ კომპანიებს, თავიანთ ბიზნესი დაიწყონ საქართველოში. ანაკლია არის ბოლო კარიბჭე ევროპასა და აღმოსავლეთს შორს. ანაკლიის პორტის მშენებლობით გავხსნით ამ კარიბჭეს", - თქვა ხაზარაძემ.



მისივე თქმით, ანაკლია ორ წელიწადში მიიღებს გემებს, რომელიც დიდ ეკონომიკას მოემსახურება.

,,ჩვენ გვყავს ბევრი კონკურენტი, ჩრდილოეთი, სამხეთში და მთელი ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ კონკურენციაში ანაკლია იყოს წარმოჩენილი ღირსეულად", - დასძინა მან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას საძირკველი ოფიციალურად დღეს ჩაეყარა. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მენეჯმენტი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტის მიხედვით, ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშოები 2017-2021 წლებში, 110 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე განხორციელდება. პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Print