ახალი ამბები
მესტიაში მამაკაცი სავარაუდოდ მიწის ნაკვეთის გამო მოკლეს
რამდენიმე საათის წინ მესტიაში, 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივების ცნობით, მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთი გახდა. მათივე თქმით, გარდაცვლილი და პირი, ვინც მას, სავარაუდოდ, ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, ახლობლები იყვნენ.

მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და გულ-მკერდის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მათივე ცნობით, ის საავამდყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. 

შსს-ში კი ამბობენ, რომ ფაქტს ამ წუთებში არკვევენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

Print