ახალი ამბები
რუხში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 5,060 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.


Print