ახალი ამბები
შსს-მ მესტიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. გარდა ამისა, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სს კოდექსის 236-ე მუხლითაც მიმდინარეობს. 

„წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს დაბა მესტიაში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადი კონფლიქტის საფუძველზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, 1978 წელს დაბადებულმა მ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მესტიის საკრებულოს წევრს, 1968 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ.ნ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

შს სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მ.ნ.-ს დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

მესტიაში მოკლული მამაკაცი საკრებულოს წევრია

მესტიაში მამაკაცი სავარაუდოდ მიწის ნაკვეთის გამო მოკლეს
Print