ახალი ამბები
სუს: დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ლუკავას გათავისუფლება დადებითი ნაბიჯია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გიორგი ლუკავა დრანდის ციხიდან გათავისუფლებას ეხმაურებიან და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებით ნაბიჯად აფასებენ.

„დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების გადაწყვეტილება არის დადებითი ნაბიჯი, რომელიც პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას», - აღნიშნავებ უწყებაში.

სუს-ში ასევე განმარტავენ, რომ დღევანდელი ფაქტი მრავალთვიანი მოლაპარაკების შედეგია.

აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2011 წლის მაისში დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედება". მისი საკითხი მუდმივად იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გალის შერეული შეხვედრების დროს.


ამავე თემაზე:

გიორგი ლუკავა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დრანდის ციხიდან გაათავისუფლეს
Print