ახალი ამბები
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი ინფრასტრუქტურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვსა და ანაკლიას შორის უნდა მოეწყოს. პროექტირების ღირებულება, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია. წინანდადებების მიღება მომავალი წლის 13 იანვარს დაიწყება და 16 იანვარს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი ორზოლიანი გზის მშენებლობა, რომლის სიგანე 11 მეტრი იქნება. საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი საავტომობილო გზის მთელ სიგანეზე, რაც 30 მეტრიან კორიდორს ითვალისწინებს, განსახლების სამოქმედო გეგმასაც მოიცავს.

რაც შეეხება სარკინიგზო ინფრასტრუტურას, ოპერირების პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია მინიმუმ ერთი ელექტროფირებული სარკინიგზო ხაზისა და სხვა დამხმარე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა (17-18კმ). გარდა ამისა, აღნიშნული ეტაპი განსახლების სამოქმედო გეგმისა და საპროექტო ბუფერის მომზადებასაც მოიცავს.

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვეში უნდა დასრულდეს.


ამავე თემაზე:

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)
Print