რეგიონი
ქუთაისიდან მესტიამდე 5-8 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება
ქუთაისის აეროპორტიდან სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტირება დაწყებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, პროექტის საბოლოო ვარიანტი მთავრობას მომავალი წლის გაზაფხულზე გადაეგზავნება. მისივე თქმით, აღნიშნულ გზას სვანეთის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

„ქუთაისიდან მესტიამდე ახალი გზა რამდენიმე კილომეტრიანი გზა იქნება და შემდეგ უკვე 5-8 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება. ახალი გზის სიგრძე დაახლოებით 40-45 კილომეტრი იქნება დეტალური პროექტირება ინტენსიურ ფაზაშია. რამდენიმე რთული მონაკვეთია და ტექნიკური გადაწყვეტილებებია მისაღები. იმედია, კონტრაქტის თანახმად, გაზაფხულზე საბოლოო ვერსიას მოვამზადებთ. მზად რომ გვექნება პროექტი, მისი სავარაუდო ღირებულება გვეცოდინება, მთავრობას წარვუდგენთ და ის გადაწყვეტს, როდის და როგორ დაფინანსდეს ეს პროექტი“, - აღნიშნა სეთურიძემ.

პროექტირებას ხორვატიული კომპანია „აი ჯი ეიჩი“ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.


წყარო: commersant.ge
Print