ახალი ამბები
მერიამ ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრები გამარტივებული წესით შეისყიდა
ააიპ თვითმმართველი თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საახალწლო საჩუქრები გამარტივებული ტენდერით შეისყიდა. ააიპ-მ ხელშეკრულება შპს "ბ.თ.ბ"-სთან გააფორმა.

მერიაში განმარტავენ, რომ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებულის წესით შესყიდვაზე მას შემდეგ მიმართეს, რაც მათ მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

„აღნიშნული მომსახურების შესყიდვაზე მომწოდებელთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მერიაში.

შესიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის საფუძველი „გადაუდებელი აუცილებლობა“ გახდა.

სააგენტოს შეფასებით, შესყიდვის განუხორციელებლობის შემთხვევაში, 2 056 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი დარჩება საახალწლო საჩუქრის გარეშე. შესაბამისად, სააგენტომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ მერიამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდოს.

რადიო „ათინათის“ კითხვაზე, მიიღებენ თუ არა საახალწლო ტკბილეულს იმ ბაღების აღსაზრდელები, სადაც ზეიმი უკვე შედგა, მერიაში გვიპასუხეს, რომ მათ საჩუქრებს საკუთარ სახლებში მიუტანენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია: საბავშო ბაღის აღსაზრდელები საჩუქრებს ახალ წლამდე მიიღებენ

ლაშა გოგია წითლიძეს: მამაკაცი რომ იყო, შეგაგინებდი (ვიდეო)

მერი: ბავშვები საჩუქრებს საახალწლო პერიოდში მიიღებენ

ენმ ზუგდიდის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს (ვიდეო)

საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებს ყოველდღიური ულუფიდან მიიღებენ
Print