რეგიონი
ზუგდიდში 28 აიპ-დან მხოლოდ 9 დარჩება (ვიდეო)
ზუგდიდის მერიამ ააიპ-ების რაოდენობა შეამცირა და 28 ნაცვლად 9 დატოვა. აღნიშნულ საკითხს დღევანდელ კომისიის სხდომაზე კამათი მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა 9 ააიპ-იდან კიდევ ორის კეთილმოწყობის ცენტისა და კულტურის ცენტრ „ოდიშის“ ფუნქციების დელეგირებას მოითხოვს. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცენტრები სპეციალურად შტატების გაზრდის და ახლობლების დასაქმების მიზნით დატოვეს.

„ჩვენ ვთვლით, რომ 9 აიპის შემცირებაც უნდა მოხდეს. შეგვიძლია ტენდერები გამოვაცხადოთ და სხვადასხვა კომპანიასთან ხელშეკრულებები გავაფორმოთ, რომ არ მოგვიწიოს ამ ააიპ-ების თანამშრომლების ხელფასების და დანამატების გადახდა“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

აღნიშნულ წინადადებას კამათი და ურთიერთ ბრალდებები მოჰყვა. მმართველი პარიის დეპუტატები ენმ-ს წარმომადგენლებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ტენდერები და ხელშეკრულებები ხშირ შემთხვევაში არ არის გამართლებული.

საკრებულოში დღეს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა, იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაც განიხილეს. მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინასური დოკუმენტი 36.500.0 ლარის ოდენობით განისაზღვრა.






Print