რეგიონი
ზუგდიდის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებლოში მმართველმა პარტიამ ახალი ფრაქცია „მრეწველები“ შექმნა. ფრაქციას, რომელიც სამი წევრისგან შედგება, მიხეილ ჯობავა უხელმძღვანელებს. მისი წევრები დეპუტატები ლაშა ესებუა და ედიტა კოდუა იქნებიან.

აღნიშნულის გარდა საკრებულოში კიდევ ორი ფრაქცია მუშაობს: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".


Print