ახალი ამბები
ბაღში, სადაც ინციდენტი მოხდა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეცჯგუფია გახსნილი
ზუგდიდის №15 საბავშვო ბაღში, სადაც დღეს ინციდენტი მოხდა, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე აღსაზრდელებისთვის ინტეგრირებული ჯგუფი ოქტომბერში გაიხსნა. სპეც-ჯგუფი "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, რიგით მეორეა და მან ფუნქციონირება ნოემბრიდან დაიწყო.

ჯგუფი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 8 აღსაზრდელზეა გათვლილი, ამ ეტაპზე ის 4 ბავშვს აერთიანებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, მასწავლებლებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს და შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღეს. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან სწორედ ისინი მუშაობენ.



„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები იქნებიან ამ ოთახში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა აღსაზრდელებთან არ ექნებათ ურთიერთობა, პირიქით, ისინი ინტეგრირებულნი იქნებიან ბაღის სხვა აღსაზრდელებთან“, - თქვა მაშინ პროექტის მენეჯერმა რუსუდან ჩხუბიაშვილმა.

პროექტს "საქართველოში აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა" ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, საქართველოში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.


ამავე თემაზე:

მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ზუგდიდის მერიაში დაიბარეს (ვიდეო)

მერის მოდგილე ბაღის ინციდენტზე: დამნაშავე დაისჯება (ვიდეო)

მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-15 ბაღში ჯგუფი გაიხსნა (ვიდეო)
Print