რეგიონი
ზუგდიდის 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის 2018 წლის მთვარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. მათი თქმით, შენიშვნების ნაწილის გაათვალისწინების მიუხედავად, მთავარ საკითხზე შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.

"ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, აიპიების შემცირება, რადგან ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ვიუჯეტის თანხების გაფლანგვა. მთელი პოლიტიკური პასუხიმგებლობა ეკისრება უმრავლესობას", - განაცხადა ფრაქცია ენმ-ის ლიდერმა ანი წითლიძემ.

"არის ბევრი საკითხი, რასაც დავეთანხმეთ, მაგრამ არის ე.წ. შავი ხვრელები, რადგან სრულიად გაუგებარია, გარკვეულ აიპი-ებში, რას აკეთებენ", - განმარტა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი ღურწკაიამ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ამბობს, რომ შენიშვნებისა და რეკომენდაციების იმეტესი ნაწილი, რომლითაც საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტი გადაუგზავნა, გათვალისწინებულია.

"ჩვენი ბიუჯეტი ზუსტად ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომელიც დავისახეთ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფინანსური რესურსების პირობებში, ეს არის პროგრესული ბიუჯეტი და ასახავს იმ საჭიროებებს, რომელიც განსაზღვა აღამსრულებელმა ორგანომ", - განაცხადა წოწერიამ.

სხდომას ქალაქის მერი ლაშა გოგიაც ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა და დასძინა, რომ ბიუჯეტი რაციონალურად არის გათვლილი.

"პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტული პროექტები, განათლება, სოციალური და ჯანდაცვის სფერო. ბიუჯეტი ასახავს მოსახლეობის საჭიროებებს და შეუწყობს მათ ხელს. მინდა მივულოცო ყველას 2018 წლის ბიუჯეტის მიღება", - განაცხადა გოგიამ.

სხდომაზე ასევე იმყოფებოდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქრთველოს" ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუაც. მისი შეფასებით, ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი და იმედი აქვს, რომ მომავალი წლისთვის მაინც დაამტკიცებენ ისეთ დოკუმენტს, რომელიც დაგეგმვის პროცესიდანვე იქნება შედეგებზე ორიენტირებული.

"ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომლებიც, ძირითადი ეხებოდა პროგრამულ ნაწილს. ნაწილობრივ გათვალისწინებულია ეს რეკომენდაციები, თუმცა ეს არ არის პროგრამული ბიუჯეტი, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი მოთხოვნაა", - თქვა თოდუამ.

მომავალი წლის ბიუჯეტი 36.500.000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.