რეგიონი
ზუგდიდის მერია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ზუგდიდის მერია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების ბათილად ცნობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„მერმა ლაშა გოგიამ უკვე მიიღო სააპელციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც აუცილებლად გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში. დაველოდოთ შედეგს" - აცხადებენ მერიაში.

ქუთაისის სააპელაცი სასამართლომ ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს რვა საჯარო მოხელის გათავისუფლების შესახებ აქტი ბათილად ცნო. ყოფილი თანამშრომლების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას ცნობით, აღნიშნული გადაწყევტილება სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს მიიღო, თუმცა მათ დადასტურებული გადაწყვეტილება ახლა ჩაბარდათ. ჭკადუას განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებით, ზუგდიდის გამგეობა ვალდებულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 118 მუხლის თანახმად, გათავისუფლებული თანამშრომლები სასმსახურში აღადგინოს და ამასთან განაცდური აუნაზღაუროს.

Print