რეგიონი
ენმ: თაუნ პარკი მოქალაქეების ფულს იპარავს (ვიდეო)
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლები შპს „თაუნ პარკს“, რომელმაც ქალაქში პარკირების ადგილები მოაწყო, მოქალაქეების ფულის მოპარვაში ადანაშაულებენ. ოფისის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, შპს-მ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

„ბიუჯეტში თანხა „თაუნ პარკს“ ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა შეეტანა. ჩვენ ამ თემაზე მოკვლევლევა დავიწყეთ ოქტომბრის თვეში და აღმოვაჩინეთ, რომ მათ ბიუჯეტში ამ დრომდე არა აქვთ შეტანილი თანხა, რაც დაახლოებით 100 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ მივწერეთ ახალნდელ მერიას, რომლისგანაც მივიღეთ პასუხი, რომ „თაუნ პარკი“ უკვე გააფრთხილეს“, - თქვა წითლიძემ.

მისი მტკიცებით, ეს კორუფციული სქემაა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მფარველობს, რადგან ეს ბიზნესი მისი ახლობლების არის.

სამხარეო ადმინისტრაციაში ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორს ამ საკითხთან შეხება არა აქვს და ეს მერიის პრეროგატივაა. თავის მხრივ მერიაში გვითხრეს, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

რადიო „ათინათი“ კომპანიის საკონტაქტო პირს ნიკო შელიას დაუკავშირდა, მაგრამ ის ჩვენს სატელოფონო ზარებს არ პასუხობს.

კომპანიას ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს.

ორ კვირაში შეცვლილი პოზიცია - ზუგდიდში „თაუნ პარკს“ ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცემა (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულომ „თაუნ პარკისთვის“ ტერიტორიის გადაცემას მხარი არ დაუჭირა (ვიდეო)

ზუგდიდში თაუნ პარკმა ე.წ. ბარიერების დამონტაჟება დაიწყო 

ენმ: პარკირების მოსაწყობად გამოცხადებულ აუქციონში გუბერნატორისა და დათო შენგელიას გარემოცვის კომპანიას გაამარჯვებინეს (ვიდეო)

Print