ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ 240 ზუგდიდელ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აფხაზეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს სწავლა დაუფინანსა.
განათლების სამინისტროს სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ვალერიან გობრონიძის ინფორმაციით, სამეგრელოს 7 სოფელში: კოკში, ორსანტიაში, ხურჩაში, რიყეში, ტყაიაში, განმუხურში, ახალაბასთუმანში, რუხსა და შამგონაში მცხოვრებ 84 სტუდენტს ბაკალავრიატში ოთხწლიანი სწავლების საფასური სრულად დაუფინანსდა.

„რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონსოლიდირებულ საჭიროებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიი პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან ხორცილელდება, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ 126 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, მეორე სემესტრის საფასური კი გაზაფხულზე დაირიცხება“, - აღნიშნა გობრონიძემ.

ორი პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს მასშტაბით უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსება სულ 240 სტუდენტმა მიიღო.

Print