ახალი ამბები
საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში, სოციალურ კაფე MEGO ბარიში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საზოგადობასთან ურთიერთობის პროგრამის ზუგდიდის ჯგუფის სტუდენტების ორგანიზებით ტარდება.

გამოფენაზე ნებისმიერ მსურველს ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების შეძენა შეუძლია.



ორგანიზატორების თქმით,
საქველმოქმედო ღონისძიების მთავარი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ქალის დახმარებაა, რომელიც ავტოავარიის შედეგად დაშავდა. საღამოზე შემოსული თანხა მთლიანად მას გადაეცემა.




გარდა ამისა, გამოფენა მიზნად ხელნაკეთი ნივთების პოპულარუზაციასა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ისახავს.



გამოფენის მხარდამჭერები არიან: ასოციაცია „ათინათი“, „ლაზიკა კაპიტალი“ და სოციალური კაფე MEGO ბარი.

Print