ახალი ამბები
ერთი თბილი საღამო ღია ცის ქვეშ - „საუნჯეს“ საქველმოქმედო აქცია სკეიტ-პარკში
არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ინიციატივითა და ორგანიზებით ზუგდიდის სკეიტ-პარკში საქველმოქმედო ღონისძიება „ერთი თბილი საღამო ღია ცის ქვეშ“ იმართება. 

ორგანიზატორების თქმით, საღამოს მიზანი საახალწლოდ რამდენიმე ოჯახითვის დახმარების გაწევაა.

„შემოსული თანხებით დავეხმარებით ოთხ ოჯახს, მათ შორის, მრავალშვილიანების, მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირების. გარდა იმისა, რომ მათ ერთი ღამე გავულამაზოთ, აუცილებელია, რომ ადვოკატირება გავუწიოთ, რათა დავიცვათ მათი საცხოვრებელი პირობები და უფლებები“, - აღნიშნა ორგანიზაცია „საუნჯეს“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ.



ღონისძიების სტუმრების თქმით, მსგავსი საქველმოქმედო აქციები მნიშვნელოვანია, რადგან გაჭირვებულ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ.

„სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები არიან სოციალურად დაუცველები. მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება და ერთმანეთს აუცილებლად უნდა დავუდგეთ გევრდში“ , - თქვა ზუგდიდელმა თამარ აბულაძემ.

საღამოს მასპინძლების თქმით, ტრადიციული საქველმოქმედო აქცია, რომელიც მესამე წელია, 29 დეკემბერს ტარდება, მომავალშიც გაგრძელდება.

Print